22 ოქტომბერი 2021,   23:11
ვრცლად
კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს - რას მოიცავს თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკა 

თბილისის მოქმედი მერი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. დღეს კახა კალაძემ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება - გარემოს დაცვის პოლიტიკა წარუდგინა.

კალაძის თქმით, მისი წინასაარჩევნო სლოგანი - "მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" სწორედ მეტ რეკრეაციულ სივრცესა და საზოგადოებისთვის შექმნილ კომფორტულ გარემოს გულისხმობს. მეტი მწვანე სივრცე, მეტი პარკი, მეტი სკვერი, მეტი განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სწორედ ეს იყო დღეს კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებები.

დღის ამბები