22 ოქტომბერი 2021,   22:37
ვრცლად
ვინ იქნებიან "ანას" შოუს პირველი სტუმრები - დღეს "რუსთავი 2-ზე" "ელენის" ლიცენზირებული ქართული ანალოგი იწყება

დღეიდან, ყოველ ხუთშაბათს, 22:00 საათზე "რუსთავი 2-ის" ეთერში Warner brothers-ის ცნობილი შოუ "ელენის" ლიცენზირებული ქართული ანალოგი "ანას" შოუ იწყება. შოუს წამყვანი ყველასთვის საყვარელი მსახიობი ანა ჩირაძეა.

შოუ აერთიანებს კომედიურ ჟანრს, ცნობილ ადამიანებს, მუსიკალურ სტუმრებს და ადამიანურ ისტორიებს. გადაცემაში ხშირად წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თამაში აუდიტორიის მონაწილეობით, სადაც გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ.

პირველი გადაცემის სტუმრები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან: ირაკლი იმნაიშვილი, გია ჯაჯანიძე, თიკა ფაცაცია, სტეფანე მღებრიშვილი, ლევან რატიანი, ნუკი კოშკელიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ერმალო მაღრაძე და კონსტანტინე თედელური.

დღის ამბები