22 ოქტომბერი 2021,   23:06
ვრცლად
სტიქია სამეგრელოში - ახალსოფელში რამდენიმე სახლი, ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულებია დატბორილი

სტიქია სამეგრელოში - ხობის სოფელ ახალსოფელში რამდენიმე სახლის პირველი სართული, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულებია დატბორილი, განადგურებულია მოსავლის ნაწილი. ამ დროისთვის სოფელში კვლავ ძლიერად წვიმს.

ადგილობრივების განცხადებებით, განადგურებულია მოსავლის ნაწილი, ასევე დახოცილია შინაური ფრინველი.

მოსახლეობის თქმით, მსგავსი ვითარება უკვე წლების განმავლობაში ყოველი ძლიერი ნალექის დროს გრძელდება, რადგანაც სოფელში სანიაღვრე სისტემის პრობლემაა, რომელიც მოუგვარებელია და მათ დახმარების თხოვნით ხელისუფლებას უკვე არაერთხელ მიმართეს.

ტერიტორიაზე ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, კონკრეტულად კი, მერის მოვალეობის შემსრულებელი. მისი თქმით, უკვე შემდგარია კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. როგორც მერიის წარმომადგენლები ამბობენ, შესაბამისად მოსახლეობას ეს ზარალი აუნაზღაურდება.

 

დღის ამბები