22 ოქტომბერი 2021,   22:26
ვრცლად
მაქვს ინფორმაცია, რომ უცხოელი მეგობრების დაჟინებული თხოვნაა სააკაშვილის მიმართ, თბილისში არ ჩამოვიდეს, გუნდის შიგნიდანაც ეწინააღმდეგებიან - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უცხოელი მეგობრები დაჟინებით ეუბნებიან, რომ ის საქართველოში არ ჩამოვიდეს. პრემიერის თქმით, სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში აუცილებლად ციხე ელოდება და მისივე თქმით, ამ ფაქტს წინ ვერავინ აღუდგება. 

"მე მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრების დაჟინებული თხოვნა და მუქარაა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომ ის თბილისში არ ჩამოვიდეს. 

სააკაშვილს ახლა მორიგი შოუ აქვს მოფიქრებული, უნდა თავის გუნდს აჩვენოს, რომ თითქოს ჩამოსვლა უნდა. 

ნიკა მელია, რომელიც არანაკლებ არის მისი პოლიტიკის გამტარებელი, ამ გუნდმა, ბანდამ ერთად დაანგრია ჩვენი ქვეყანა. ამის უფლებას მეორედ არავის არ მივცემთ. გუნდის შიგნიდანაც ვიცი, რომ ისინიც ეწინააღმდეგებიან და მათაც არ სჯერათ სააკაშვილის დაპირების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. 

ჩამოვა თუ არა, დაუყოვნებლივ შევა ციხეში და ამ პროცესს ვერავინ ამ მიწაზე ვერ შეეწინააღმდეგება. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგება, სახელმწიფო კანონის ძალითა და სახელით, ყველას თავის ადგილს მიუჩენს," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მორიგი განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა და თავის მოაზრეებს დაჰპირდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყანაში ჩამოვა. 

დღის ამბები