08 დეკემბერი 2021,   11:28
ვრცლად
საფრანგეთი შეერთებული შტატებიდან და ავსტრალიიდან ელჩებს კონსულტაციებისთვის იწვევს

საფრანგეთი შეერთებული შტატებიდან და ავსტრალიიდან ელჩებს კონსულტაციებისთვის იწვევს. აღნიშნული გადაწყვეტილება ემანუელ მაკრონმა სამი ქვეყნის შეთანხმების შემდეგ მიიღო. 

როგორც ცნობილია, ავსტრალიამ შეერთებულ შტატებთან და გაერთიანებულ სამეფოსთან საგანგებო უსაფრთხოების აქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ავსტრალია ორი პარტნიორი სახელმწიფოს დახმარებით ბირთვული შესაძლებლობის მქონე რვა წყალქვეშა ნავის მშენებლობას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილებით ავსტრალიამ საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების შეძენის შეთანხმება შეწყვიტა.

"ეს ზურგში დანის ჩარტყმაა. ჩვენ ვაშენებთ ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას ავსტრალიასთან და მათ ამ ნდობას უღალატეს. მე ძალიან გაბრაზებული ვარ კონტრაქტის დარღვევასთან დაკავშირებით. მოკავშირეებს შორის ასე არ ხდება, განსაკუთრებით მაშინ როცა კონტრაქტზე მოლაპარაკებები 2 წელი მიმდინარეობდა. მე ძალიან გაბრაზებული და შეშფოთებული ვარ ამერიკელების საქციელით. რადგან ეს არის ცალმხრივი, მოულოდნელი, არაპროგნოზირებადი საქციელი. ბაიდენის ქმედება დონალდ ტრამპის საქციელს ჰგავს," - ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან ივ ლე დრიენი. 

დღის ამბები