25 ოქტომბერი 2021,   02:02
ვრცლად
"აანონსებენ დაჭერას, დაკავებას და ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობას" - ოპოზიცია დესტრუქციის პროვოცირებაში "ოცნებას" ადანაშაულებს

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებზე ალაპარაკდა, ოპოზიცია კი თვლის, რომ "ქართული ოცნება" დესტრუქციას თავად პროვოცირებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ პროცესის ხელოვნურად დაძაბვის და ქუჩაში გადატანის მცდელობას, უკომპრომისო ნაბიჯები მოჰყვება, ოპოზიცია პასუხობს.

პარტიების ლიდერებს საწინააღმდეგო ბრალდებები აქვთ - კერძოდ, "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ თუ მმართველი გუნდი 43%-ზე მეტს ვერ აიღებს და არც ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, დესტრუქციის საბაბი სწორედ ეს იქნება.

პოლიტიკური გაერთიანების "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები აანონსებენ ყველაფერს რის გაკეთებასაც აპირებს.

"ის აანონსებს ყველაფერის გაკეთების შესაძლებლობას დაჭერას, დაკავებას და ამას ფუთავს ძლიერი ხელისუფლების სახელით. ოპოზიცია კი გეგმავს გამარჯვებას,"- აცხადებს კორძაია. 

დღის ამბები