25 ოქტომბერი 2021,   01:26
ვრცლად
თუ ადამიანებს თვალები დასთხარეს, რატომ არავინ დაისაჯა, რატომ დააწინაურეს კობახიძეც და გახარიაც - ნიკა ობოლაძე

"ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით 20 ივნისის მოვლენების შესახებ პრემიერის განცხადებები დამატებით კითხვებს აჩენს.

პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს მათ შორის მოითხოვეს განმარტება, რატომ იყო მელიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, თუ პარლამენტის შენობის აღება შეუძლებელი იყო.

"თუ ადამიანებს თვალი დასთხარეს "ქართული ოცნების" მმართველობის დროს რატომ არავინ დაისაჯა.

თუ მელია ვერ აიღებდა პარლამენტს და ეს შეუძლებელი იყო, მაშინ რატომ იყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული.

თუ კობახიძე შეცდა გავრილოვი მის სავარძელში ჩასვა და თუ გახარიაც შეცდა და სპეცრაზმი დააყენა იქ სადაც დააყენა, უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარა, რატომ დააწინაურეს კობახიძეც და გახარიაც?" - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

დღის ამბები