25 ოქტომბერი 2021,   02:38
ვრცლად
ოპოზიციისა და აქტივისტების ნაწილი ენმ-ის საწინააღმდეგო ბანერების გაკვრას "ვისოლ ჯგუფს" უკავშირებს, ლადო პაპავა, კი მათ ბიზნესის ტერორში ადანაშაულებს

ოპოზიციონერი ლიდერების და აქტივისტების ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო ბანერების გაკვრას "ვისოლ ჯგუფს" უკავშირებს.

იმ ფონზე, რომ სოციალურ ქსელში "ვისოლის" საწინააღმდეგო მოწოდებები გამოჩნდა, კომპანიის ინტერესის დაცვას ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა ცდილობს.

ის ოპოზიციას ბიზნესის ტერორში ადანაშაულებს. პაპავას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" რიტორიკას განაგრძობს და ბიზნესს ისევ ემუქრება. ის ასევე ამბობს, რომ თუ კომპანიამ დაარღვია კანონი ეს საქმე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ და არა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა.

"სამწუხაროა ის ქმედება, რომელიც დაფიქსირდა დღეს ბანერებთან დაკავშირებით. რადგანაც, თუ ბანერის გამკვრელმა რაღაც პროცედურა დაარღვია, რაღაც კანონი დაარღვია, ამისთვის არსებობს ინსტანციები, სადაც უნდა გაასაჩივრო და კანონიერი გზით მიიღო შესაბამისი სამართლიანი გადაწყვეტილება. თუ ასეთი დარღვევა არ არსებობს, მაშინ გამოდის, რომ ეს არის უბრალოდ ტერორი, დატერორება ბიზნესის," - აცხადებს გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი, ვლადიმერ პაპავა.

დღის ამბები