30 ნოემბერი 2021,   10:34
ვრცლად
ვინი პუჰის სახლი ქირავდება - რა ეღირება ბევრი ადამიანის ბავშვობის ოცნების სახლში ერთი ღამის გატარება

ვინი პუჰის სახლი ქირავდება. თუ თქვენი ბავშვობის ოცნება დათუნია ვინის სახლში მოხვედრა იყო, ახლა ეს შეგიძლიათ რეალობად აქციოთ. კრეატიული იდეა ავტორმა მწერალ ალან მილნის ნაწარმოების შექმნიდან 95 წლის იუბილეს მიუძღვნა.

სახლი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ხეშია ჩაშენებული. იგი 4 ადამიანისთვისაა განკუთვნილი და ერთი ღამის გატარება დაახლოებით 130 დოლარი ეღირება.

დღის ამბები