09 დეკემბერი 2021,   15:40
ვრცლად
დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით - 20-24 სექტემბრის ამინდის პროგნოზი ქვეყნის მასშტაბით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-21 სექტემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე (+27, +32 გრადუსი) საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.

მათივე ინფორმაციით, 22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 20-21 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 22-24 სექტემბერს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20-21 სექტემბერს +29, +31, ხოლო 22-24 სექტემბერს +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.​

დღის ამბები