09 დეკემბერი 2021,   13:48
ვრცლად
10 000 ლარი ბოლნისში აცრილმა ადამიანმა მოიგო

ყოველკვირეული გათამაშება დღეს პირველად გაიმართა. Stopcovid ლატარია "აიცერი და მოიგეს" პირველი 10 000 ლარის მოგებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოგებული, Sinopharm-ის ვაქცინით არის აცრილი. მას საზოგადოება მალე გაიცნობს და მოგებული თანხაც უახლოეს მომავალში გადაეცემა.

თბილისი, გორი, ბათუმი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, მარტვილი - ეს ის ქალაქებია, სადაც ვაქცინირებულმა ადამიანებმა 5000, 1500 და 1000 ლარი მოიგეს.

მოგებულებს "საქართველოს ეროვნული ლატარიის" წარმომადგენლები უახლოეს მომავალში დაუკავშირდებიან და მოგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ისინი ასევე NCDC - ის ბაზაში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

გათამაშების შედეგების გადამოწმება ასევე შესაძლებელია ვებ-გვერდზე stopcov.lotto.ge -ზე პირადი ნომრის სპეციალურ შედეგების გრაფაში შეყვანით.

ლატარია "აიცერი და მოიგეს" გათამაშება 14 სექტემბრიდან იმართება და ამ დროისთვის უკვე გათამაშებულია 180 400 ლარი, ხოლო მოგებულია 1137 ადამიანი.

დღის ამბები