09 დეკემბერი 2021,   13:54
ვრცლად
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელები წინასაარჩევნოდ საქართველოში ვიზიტს აჯამებენ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელები წინასაარჩევნოდ საქართველოში ვიზიტს აჯამებენ. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა შიდა და რეგიონალურ გამოწვევებზე. ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში კარი ჰენრიქსენმა ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც სამხრეთ კავკასიაში მოწინავე ქვეყანაზე რეფორმების გატარების კუთხით.

ჰენრიქსენმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პოლიტიკური სტაბილურობის, დიალოგისა და კომპრომისის მნიშვნელობას, რაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონფლიქტების მოგვარებისთვის. კარი ჰენრიქსენი და რობერტო მონტელა აცხადებენ, რომ მიუხედავად კამპანიის ირგვლივ არსებული მკაცრი რიტორიკისა, საერთო ატმოსფერო კვლავ მშვიდია.

ასამბლეის წარმომადგენლები მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ კონსტრუქციულად ჩაერთონ არჩევნების შემდგომ პერიოდში.

ასამბლეის წარმომადგენლების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა დაინტერესებულმა მხარემ თავი შეიკავოს ყოველგვარი პოლიტიკური ძალადობის წაქეზებისგან.

დღის ამბები