08 დეკემბერი 2021,   08:22
ვრცლად
კლინიკა "ბომონდში" კოვიდინფიცირებული ტყუპები გარდაიცვალნენ

კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომლებიც კლინიკა "ბომონდის" ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ. 

ტყუპები, რომლებიც 28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ, სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ.

ორივე ტყუპის ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული და მთელი განყოფილება იბრძოდა მათი სიცოცხლისათვის.

"ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა," - აცხადებს კლინიკა "ბომონდის" ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი.

გარდაცვლილი ჩვილების დედა, ასევე კორონავირუსით, ორი კვირის წინ  დაიღუპა. ტყუპები  დედისგან დაინფიცირდნენ.

დღის ამბები