20 ოქტომბერი 2021,   10:10
ვრცლად
ცესკომ ქვეყანაში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოკრულ ბანერებზე მოკვლევა დაიწყო

ცესკომ ქვეყანაში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოკრულ ბანერებზე მოკვლევა დაიწყო. ადმინისტრაციას საჩივრით "სამართლიანმა არჩევნებმა" და ელენე ხოშტარიამ მიმართეს.

მათი არგუმენტით, სააგიტაციო მასალა შეიცავს ძალადობის პროპაგანდას კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მიმართ. ცესკომ საკითხზე გადაწყვეტილება 10-დღიან ვადაში უნდა მიიღოს.

"საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილია 2 საჩივარი, რომელიც ეხება 17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უკვე დაიწყო მოკვლევა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ 10 დღიან ვადაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება," - განაცხადა ცესკოს წარმომადგენელმა.

დღის ამბები