20 ოქტომბერი 2021,   11:35
ვრცლად
კიდევ ერთი პრინცესა დაიბადა - დედოფალ ელისაბედს მეთორმეტე შვილთაშვილი შეეძინა

ბრიტანეთის დედოფალს კიდევ ერთი შვილთაშვილი შეეძინა - როგორც BBC წერს, ელისაბედ მეორის შვილიშვილი, პრინცესა ბეატრისი, გოგონას დედა გახდა.

სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბეატრისი და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ, სამეფო ოჯახი კი სიახლით ძალიან გახარებულია. 

ახალშობილი სამეფო გვირგვინის რიგში მე-11 იქნება, ის დედოფლის მე-12 შვილთაშვილია. 

ბეატრისი ელისაბედის შვილის, პრინც ენდრიუს ქალიშვილია. ის უძრავი ქონების მაგნატზე, მაპელი მოციზე გასულ წელს, ივლისში დაქორწინდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები