09 დეკემბერი 2021,   14:34
ვრცლად
46 გარდაცვლილი და 2 470 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 470 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 46 ადამიანი.

ინფექციისგან განიკურნა 2 243 პაციენტი. 

დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა - 34 250.

კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 23 976-ია.

გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 720 ადამიანი აიცრა.

დღის ამბები