08 დეკემბერი 2021,   20:23
ვრცლად
აშშ, ევროპა და მეზობელი თურქეთი ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობს

რუსეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება აფასებს. ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ხმებისთვის სივრცის შემცირების გამო და არ აღიარებს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ არჩევნებს. იგივე პოზიცია აქვს შეერთებულ შტატებსაც.

"რუსეთში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი პროცესებისთვის არახელსაყრელ პირობებში ჩატარდა," - ასეთია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება.

შტატები და ევროკავშირი რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობს თურქეთიც.

დღის ამბები