09 დეკემბერი 2021,   14:03
ვრცლად
195 მოტოციკლის დეკლარირების წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნივთის გადმოტანისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, საქართველოში შემოიტანა 228 150 ლარის ღირებულების 195 ერთეული მოტოციკლი, დეკლარირების წესის დარღვევით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დღის ამბები