09 დეკემბერი 2021,   15:25
ვრცლად
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ Ba2 დონეზე დაადასტურა

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ - Ba2 დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით. 

სააგენტოს განმარტებით, რეიტინგის შენარჩუნების მთავარი ფაქტორი პანდემიის პერიოდში გატარებული ეფექტური მაკროეკონომიკური პოლიტიკა და პროგნოზირებადი და საიმედო ინსტიტუტებია. სააგენტო დადებითად აფასებს პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს ყველაზე დაზარალებული შინამეურნეობებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. სააგენტო ძლიერ მხარედ აფასებს ფისკალურ სექტორს.

მიუხედავად პანდემიის პერიოდში გაზრდილი ვალისა, სააგენტოს შეფასებით, ვალი კვლავ რჩება მართვად დონეზე მომსახურების დაბალი ხარჯებიდან გამომდინარე. სააგენტო ასევე დადებითად აფასებს მთავრობის განზრახვას ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით.  

 

დღის ამბები