09 დეკემბერი 2021,   15:02
ვრცლად
რუსეთს ალექსანდრ ლიტვინენკოს ქვრივსთვის 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოფიციალური მოსკოვი ვალდებულია ლიტვინენკოს ქვრივს კომპენსაციის სახით 100 ათასი ევრო გადაუხადოს.

კრემლის კრიტიკოსი ლიტვინენკო, რუსეთის ФСБ-ს ყოფილი აგენტი იყო, რომელმაც 2000 წელს თავი ლონდონს შეაფარა, სადაც ის 2006 წელს მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო ანდრეი ლუგავოიმ და დიმიტრი კოვტუნმა პუტინის ბრძანებით მოწამლეს. 



 

დღის ამბები