20 ოქტომბერი 2021,   10:30
ვრცლად
"გვინდა დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი" - გიორგი ვაშაძემ გლდანის მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში რაიონის განვითარების პირობა მისცა

"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, გლდანის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის ლიდერებმა, შეკრებილ ამომრჩევლებს, საკუთარი გეგმა წარუდგინეს და გამარჯვების შემთხვევაში რაიონის განვითარებას დაპირდნენ.

"უბან-უბან ვხვდებით მოქალაქეებს, ადამიანებს და მთავარი საკითხი, გვინდა რომ გავარღვიოთ ეს გაჭირვების, ორპოლუსიანობის, ადამიანებზე ძალადობის მოჯადოებული წრე და დავიწყოთ განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი, "მესამე ძალის და სტრატეგია აღმაშენებლის" ხელწერა არის ის, რომ ვართ საქმეზე ორიენტირებული. გვინდა, რომ დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი და ამიტომ ვთხოვთ მხარდაჭერას," - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

გლდანში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნანა ტოხვაძე იქნება.

დღის ამბები