20 ოქტომბერი 2021,   11:35
ვრცლად
მცხეთის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატმა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

"ქართული ოცნების" მცხეთის მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. დიმიტრი ზურაბაშვილმა ამომრჩეველს სამომავლო გეგმებზე და პროექტებზე ესაუბრა.

შეხვედრას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანიც ესწრებოდა.

"კულტურის სამინისტროსთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მცხეთა არა მხოლოდ საქართველოს არამედ მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ მხარს ვუჭერთ მერობის კანდიდატს, ბატონ დიმიტრი ზურაბიშვილს, რომელიც გახლავთ იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. მე მას კარგად ვიცნობ, ვიცი როგორ მუშაობს და მას აქვს კულტურის სამინისტროს სრული ნდობა, რაც ვფიქრობ მცხეთაში არსებული პრობლემების სამომავლოდ გადასაჭრელად არის უმნიშვნელოვანესი,"- ამბობს თეა წულუკიანი. 

დღის ამბები