17 ოქტომბერი 2021,   19:27
ვრცლად
"თალიბანმა" გაეროში საკუთარი წარმომადგენელი წარადგინა

"თალიბანმა" გაეროში საკუთარი წარმომადგენელი წარადგინა. დაჯგუფებამ გაეროს გენერალურ მდივანს ავღანეთის წარმომადგენლად სუჰაილ შაჰინის წარდგენაზე ოფიციალურად მიმართა. "თალიბანის" განცხადებით, ამჟამინდელმა წარმომადგენელმა თავისი მისია უკვე დაასრულა.

გაეროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მოთხოვნას 9 წევრისგან შემდგარი რწმუნებათა კომიტეტის თანხმობა სჭირდება.

მედიის ინფორმაციით, კომიტეტი, სავარაუდოდ, მომდევნო ორშაბათს განიხილავს საკითხს. ამიტომ, შესაძლებელია, "თალიბანის" ხელისუფლებამ გაეროში საკუთარი მიმართვა ვერ გაავრცელოს.

დღის ამბები