17 ოქტომბერი 2021,   16:43
ვრცლად
ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის ნამდვილი "ქუჩის შპანა", მისი ადგილი ქუჩაშია - ბექა დავითულიანი

მმართველი გუნდში, დღეს, ევროკავშირის საელჩოსთან ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, პარტიის თავმჯდომარის მსგავსად, პროვოკაციებზე საუბრობენ.

ბექა დავითულიანმა შეფასებისას, ნიკა მელიას - "ქუჩის შპანა" უწოდა. 

"ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის ნამდვილი "ქუჩის შპანა", ბოდიში ჟარგონისთვის და მისთვის მოზომილ "ქუჩის შპანის" ადგილს ვერასოდეს გასცდება. მისი ადგილი ქუჩაშია და 2 ოქტომბრის შემდეგ ის სწორედ ქუჩაში დარჩება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.

"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ ოპოზიციას არეულობა და დაძაბულობა სურს.

სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი არა არჩევნები, არამედ ვითარების დაძაბვაა.

"2 თვის განმავლობაში, საარჩევნო კამპანია ძალიან მშვიდ ვითარებაში მიდიოდა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები კამპანიასაც კი ვერ აწარმოებდნენ. როგორც ჩანს ამან შეაშფოთა ისინი და წავიდნენ ბოლო დღეების განმავლობაში პროვოკაციაზე. მათი მიზანია არა არჩევნები, არამედ ვითარების დაძაბვა, რომ არჩევნების მეორე დღეს მიაღწიონ არეულობას, თუმცა ცხადია, რომ მათ ეს არ გამოუვათ,"- აღნიშნავს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოხდა მცირედი შეხლა-შემოხლაც. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მასთან ნიკა მელია მივიდა.

დღის ამბები