17 ოქტომბერი 2021,   17:29
ვრცლად
"ქართული ოცნების" კვლევა და სკეპტიკურად განწყობილი ოპონენტები - ოპოზიცია "ოცნებას" ურჩევს, შედეგები 2 ოქტომბერს დაითვალოს

"ქართული ოცნების" სოციოლოგიური კვლევის წინასწარ მონაცემების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში 3 პარტია ლიდერობს. 50,9%-ით პირველ ადგილს მმართველი პარტია იკავებს, მას მოჰყვება 25,2%-ით "ნაციონალური მოძრაობა", 6,7%-ის მხარდაჭერა კი გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს აქვს. სხვა დანარჩენი პარტიების რეიტინგი კი 0-იდან 4%-მდე მერყეობს. 

პარტიულის გარდა, სოციოლოგიურმა ჯგუფმა თბილისის მერობის კანდიდატების პერსონალური რეიტინგის შედეგებიც შეისწავლა. კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს 57,9 %-ის მხარდაჭერა აქვს, მეორე ადგილს ნიკა მელია იკავებს 27,8 %-ით, მის შემდეგ კი რეიტინგში გიორგი გახარიაა 5,3 %-ით. მმართველი გუნდის კვლევის ეს შედეგები არარეალურია კახა კალაძის ოპონენტებისთვის.

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში ამტკიცებენ, რომ საზოგადოების განწყობა სრულიად სხვაგვარია და მმართველ პარტიას ურჩევენ, ამომრჩევლის მხარდაჭერის შედეგები 2 ოქტომბერს დაითვალოს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების სიზუსტეში დარწმუნებულია "ქართული ოცნება". მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მონაცემები მნიშვნელოვნად არც 2 ოქტომბერს შეიცვლება.

"ქართული ოცნების" მიერ გასაჯაროებული კვლევა 16-დან 20 სექტემბრამდე პერიოდშია ჩატარებული, დედაქალაქის მასშტაბით სოციოლოგიურმა ჯგუფმა 2792 რესპონდენტი გამოკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი 3%ია.

დღის ამბები