17 ოქტომბერი 2021,   19:24
ვრცლად
"ბიზნესის პოლიტიზირება არ უნდა ხდებოდეს" - ე. წ. სისხლიანი ბანერების თემას ბიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები გამოეხმაურნენ

თბილისსა და რეგიონებში გამოკრული ე.წ სისხლიანი ბანერების გამო ბიზნესის პოლიტიზირება დაუშვებელია - სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ შეიძლება კონკრეტული კომპანია ტერორის მსხვერპლი გახდეს, მითუფრო მაშინ, როდესაც მსგავს მსხვილ ორგანიზაციებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

სარეკლამო დაფებზე ბანერების გაკვრის ინიციატორი, როგორც თავად ამბობს, ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა. ის "კურიერთან" დღესაც ჰყვება, რომ ბანერების გაკვრის გადაწყვეტილება მეგობრებთან ერთად მიიღო.

ოპოზიციაში, სადაც ბანერების გამო შემსრულებელი კომპანია არაერთხელ გააკრიტიკეს, ამბობენ, რომ მათ ბიზნესზე ზეწოლის შესაძლებლობა არ აქვთ. პოლიტიკურ პარტიებში მიიჩნევენ, რომ ქუჩებში გამოკრული ბანერები პოლარიზებულ წინასაარჩევნო გარემოზე მიუთითებს.

მმართველ გუნდში პოლიტიკურ ოპონენტებს კიდევ ერთხელ უპასუხეს და თქვეს, რომ მათი მხრიდან ბულინგი არ უკვირთ. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ბიზნესკომპანიის მისამართით დაწყებული ნეგატიური კამპანია სწორი მიდგომა არ არის.

ბანერები ოპოზიციის ლიდერებისა და მედია მენეჯერების გამოსახულებით რეგიონებსა და თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ”ალმამ” განცხადებაც გაავრცელა, სადაც განმარტავდა, რომ ბანერების შინაარსსა და დიზაინთან კავშირი არ ჰქონდა. კომპანიაში არაერთხელ თქვეს, რომ მათი ფუნქცია ბილბორდზე მხოლოდ დამკვეთისგან მიღებული სარეკლამო ბანერის განთავსებაა.

დღის ამბები