08 დეკემბერი 2021,   08:33
ვრცლად
პრემიერმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ბერძენ კოლეგასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება განიხილა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს.

მთავრობის მეთაური ბერძენ კოლეგას კირიაკოს მიცო-ტაკისს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზეც.

შეხვედრაზე, აღინიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ხანგრძლივი ისტორიული და კულტურული კავშირები საერთო ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიის, თავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას ეფუძნება. აღინიშნა, რომ პოსტპანდემიური აღდგენის ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ტურიზმის განვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი და აღნიშნა, რომ ასოცირებული პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ დაფასებას, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთს გაეროში საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების თანაავტორობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები