17 ოქტომბერი 2021,   19:41
ვრცლად
დღეიდან ამერიკელებს "ბუსტერ" დოზის გაკეთება შეეძლებათ - ისრაელში კი აუცრელ მასწავლებლებს სკოლებში აღარ შეუშვებენ

დღეიდან ამერიკელებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-3 დოზის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია როგორც 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ისე 50-დან 64 წლამდე პირებისთვის, რომელთაც მძიმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.

თვის ბოლოდან ვაქცინის მე-3 დოზა ყველა სრულად ვაქცინირებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი რუმინეთშიც.

რეგულაციებს ამკაცრებს ისრაელი, სადაც ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. მწვანე საშვის გარეშე მასწავლებლებს სკოლებში არ დაუშვებენ, პედაგოგები გაკვეთილების ჩატარებას ვერც დისტანციურად შეძლებენ.

1 ნოემბრიდან გერმანიაში არავაქცინრებულ კარანტინში მყოფ დასაქმებულ პირებს ხელფასს აღარ გადაუხდიან. ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან მოლდოვა და ბოსნია-ჰერცოგოვინა ამოიღო.

დღის ამბები