17 ოქტომბერი 2021,   20:56
ვრცლად
თუშეთისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა

თუშეთისკენ მიმავალი გზა დაკეტილია - ძლიერი წვიმის შედეგად ხევებში მდინარეები ადიდდა, შედეგად დაზიანებულია თითქმის ერთკილომეტრიანი საავტომობილო მაგისტრალი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში  ვარაუდობენ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 2-3 დღე გადაადგილება შეუძლებელი იქნება.

"კურიერი" ესაუბრა თუშეთის რამდენიმე სასტუმროს მფლობელს. ისინი ყვებიან, რა ვითარებაა ადგილზე.

"2-3 დღეში მოიხსნებაო... ჩემს სასტუმროში ტურისტები დღეს უნდა მოსულიყვნენ და უკან მიტრიალდნენ. ადრეც ჩამოშლილი იყო ეს გზა და კიდევ ჩამოიშალა. სანამ უღელტეხილს გადმოვალთ, იქით მხარესაც ჩამოშლილია," - განაცხადა სასტუმრო "თუშეთის" წარმომადგენელმა სოსო ბახულიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

დღის ამბები