20 ოქტომბერი 2021,   10:37
ვრცლად
ოპოზიცია არ არის ერთი პარტია, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი არ არის გამარჯვების ფორმულა -  გიორგი ვაშაძე საერთო კანდიდატის დასახელების შესახებ

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა ”მესამე ძალის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ღამის კურიერში" საუბრობს, რა შანსები ექნებოდა ოპოზიციას, თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიან კანდიდატურაზე რომ შეთანხმებულიყვნენ.

კითხვაზე, იქნებოდა თუ არა არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი ერთიანი კანდიდატურის შემთხვევაში, გიორგი ვაშაძე პასუხობს, რომ არ იქნებოდა. 

"ოპოზიცია არ არის ერთი პარტია, ოპოზიცია არის სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. მეორე, რომ მე თავიდანვე ვთქვი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი არ არის გამარჯვების ფორმულა, რომლის გარშემო გაერთიანებაც არ არის გამარჯვების ფორმულა და მით უმეტეს დამაზიანებელი იქნებოდა რეფერენდუმის შედეგისთვის, იმიტომ, რომ რეფერენდუმისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პროპორციული ხმები წამოვიღოთ იმისთვის, რომ  დაინიშნოს რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნები," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები