17 ოქტომბერი 2021,   19:48
ვრცლად
მარნეულში "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი იქნება

მარნეულში "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი იქნება. ქვემო ქართლის მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები ადგილობრივებს პარტიის ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა წარუდგინეს.

ადგილობრივებმა ლიდერებთან შეხვედრისას სოციალურ-ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს. მათ შორის, აღინიშნა სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების საკითხი.

ლიდერებმა ამომრჩეველს 2 ოქტომბერს აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები