22 ოქტომბერი 2021,   22:19
ვრცლად
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი - ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდის

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი - ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდის.

მიზეზად ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოსვლის დროს დაშვებული შეცდომები სახელდება. როგორც ლორენ ბობერტი ამბობს, ბაიდენის რეჟიმის მხრიდან საქმესთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა, არ დამდგარა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი და არავინ არ გადამდგარა.

კონგრესმენის თქმით, შეერთებული შტატების ჯარებმა მილიარდობით დოლარის ღირებულების შეიარაღება დატოვეს "თალიბანისთვის". როგორც ცნობილია, იმპიჩმენტის საკითხს მხარს უკვე 5 რესპუბლიკელი უჭერს.

დღის ამბები