20 ოქტომბერი 2021,   11:22
ვრცლად
ენმ-ს ოზურგეთის მერობის კანდიდატმა საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მერის მოადგილეობის კანდიდატები დაასახელა

"ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ირაკლი ღლონტმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა და მისი გამარჯვების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მერის მოადგილეობის კანდიდატები დაასახელა.

რაც შეეხება ვიცე-მერის პოზიციას, მის დასაკავებლად კანდიდატმა საჯარო კონკურსი გამოაცხადა და საზოგადოებას მოუწოდა საინიციატივო ჯგუფების მეშვეობით საკუთარი კანდიდატები წარმოადგინონ, რომელთა შორის საბოლოო გამარჯვებული პრაიმერის საშუალებით გამოვლინდება.

დავით მჟავანაძე, ლევან გოგუაძე და თორნიკე გოგუაძე მერის მოადგილეობის კანდიდატებად იქნენ დასახელებულნი. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა თავდიშვილია. ხოლო ირაკლი ღლონტის გამარჯვების შემთხვევაში ილია მალაზონია ახალგაზრდულ სააგენტოს უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება ბესო ქათამაძეს, გარდა იმისა, რომ ის ნასაკირალის მაჟორიტარობის კანდიდატია, ასევე, კოორდინაციას გაუწევს კანდიდატის საარჩევნო შტაბს.

როგორც ირაკლი ღლონტი ამბობს, აუცილებელია ოზურგეთს დაუბრუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. მისივე თქმით, რეგიონში უამრავი პრობლემაა და უნდა მოხდეს არსებული ტურისტული პოტენციალის გამოყენება. განვითარდეს როგორც ზღვის, ისე მთის კურორტის ინფრასტრუქტურა. ასევე, ხელი შეეწყოს სასოფლო სამეურნეო პროგრამებს.

დღის ამბები