20 ოქტომბერი 2021,   11:38
ვრცლად
"სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა" - ვის ეხება და რას გულისხმობს პრემიერის მიერ გაეროს ტრიბუნიდან გაჟღერებული შეთავაზება

საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა და ახალი ფორმატის შეთავაზება, რომელიც სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობას უკავშირდება - "სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა" საქართველოს პრემიერმინისტრმა გაეროს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ამ მშვიდობიანი, კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები.

მასში ჩაერთვებიან როგორც ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები. რეგიონული უსაფრთხოების ახალი ინიციატივის გარდა პრემიერს ჰქონდა გზავნილები რუსეთის ოკუპაციასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს.

"საუბარი იყო იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანამ გლობალური უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენს როლზე ავღანეთში, იმ გმირობაზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა აჩვენეს. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს, ევროკავშირს, ჩინეთს, იმ დახმარებისთვის, რაც მათ გაგვიწიეს პანდემიასთან გამკლავების პროცესში.

გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ახალი ინიციატივა გაჟღერდა სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივა. ბოლო თვეების განმავლობაში, კარგად დავინახეთ ის მედიაცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაწია და ამ ინიციატივის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება,"-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები