20 ოქტომბერი 2021,   11:25
ვრცლად
შეერთებულ შტატებში "ოთხეულის" შეხვედრა გაიმართა

შეერთებულ შტატებში ოთხეულის შეხვედრა გაიმართა. თეთრ სახლში ჯო ბაიდენმა ინდოეთის, იაპონიისა და ავსტრალიის პრემიერ მინისტრებს უმაპსინძლა. ოთხი ქვეყნის ლიდერი ახლო თანამშრომლობასა და სატელიტური მონაცემების მშვიდობიანი მიზნით გაზიარებაზე, სუფთა ენერგიის სფეროებში, კოსმოსურ და ვაქცინების საკითხთან დაკავშირებით თანამშომლობაზე შეთანხმდნენ.

ასევე ერთმანეთს 21-ე საუკუნის გამოწვევებთან დაკავშირებით ხედვები გაუზიარეს. შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მათ აღნიშნეს, რომ მსოფლიოში კანონის უზენაესობას, ნავიგაციის თავისუფლებას, დავების მშვიდობიან მოგვარებას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას მხარს დაუჭერენ.

"ოთხეულის" შეხვედრა წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის ჩართულობის მნიშვნელობის განსახილველად იყო მოწვეული და ყოველწლიურად გაიმართება.

დღის ამბები