20 ოქტომბერი 2021,   10:30
ვრცლად
პრემიერი: როცა არჩევნები სამართლიანია, გამარჯვებულებს გულმოწყალება, ხოლო დამარცხებულებს - ხალხის ნების დამორჩილება მართებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროში სიტყვით გამოსვლისას შიდაპოლიტიკურ პროცესს და მოახლოებულ არჩევნებსაც შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილმა აღინიშნა, რომ საქართველო კიდევ ერთი თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ემზადება.

ამასთან, ითქვა, რომ წინასაარჩევნო ემოციების მატების მიუხედავად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში, როდესაც ვნებები ჩაცხრება, გამარჯვებულებს გულმოწყალება, ხოლო დამარცხებულებს - ხალხის ნების დამორჩილება მართებთ.

"2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები ექვსჯერ ჩავატარეთ საქართველოში და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იქნა მიჩნეული. პრინციპში, რამდენიმე დღეში კიდევ ერთი თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მუნიციპალური არჩევნები გველის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ  დემოკრატიული წესწყობილებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოექცა წნეხის ქვეშ, ხოლო ზოგ შემთხვევაში, შეტევის წინაშე. ირაციონალური და, მე ვიტყოდი, ბნელი ძალები ამუშავდნენ, რასაც ხშირად გარე დივერსანტები ეხმარებოდნენ და აგულიანებდნენ. მათ წყაროს მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ დემოკრატიულ გზაზე უნდა დავრჩეთ.

არჩევნები, ხშირად, ვნებებისა და ბრძოლების ადგილად იქცევა, ემოციებიც მატულობს, თუმცა, როცა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, გამარჯვებულებს გულმოწყალება მართებთ, ხოლო დამარცხებულებს ხალხის ნების დამორჩილება. თუ ვერ ვირწმუნებთ არჩევნების აზრს, თავად დემოკრატია აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, ამიტომ დემოკრატიის, წინსვლის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ყველა აქ შეკრებილ ქომაგს მოგიწოდებთ - მთელი გულით მიიღოთ მონაწილეობა თქვენს პოლიტიკურ სისტემაში, როდესაც ვნებები დაცხრება და გამარჯვებული გამოვლინდება, პატივი ვცეთ ხალხის ნებას, დავივიწყოთ განსხვავებები და ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები