20 ოქტომბერი 2021,   12:17
ვრცლად
სნაიპერის ტყვიას მალიში ფრანგი სამხედრო ემსხვერპლა 

ფრანგი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკებისას მალიში. ის სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა, რის შემდეგაც ფრანგმა სამხედროება სნაიპერი გაანეიტრალეს.

მაქსიმ ბლასკო ფრანგული დანაყოფის წევრი იყო, რომელიც მალისა და ბურკინა-ფასოს საზღვარზე მდებარე ტყეშია დისლოცირებული. სამხედროების მისია მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების გამოვლენა იყო.

საფრანგეთმა კონტრტერორისტული ძალები მალიში 2013 წელს განალაგა. შეიარაღებულ დაჯგუფებებთან დაპირისპირებას, დღემდე, 50 ფრანგი სამხედრო ემსხვერპლა.

დღის ამბები