17 ოქტომბერი 2021,   01:43
ვრცლად
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 იქნება - ცესკო შედეგების შეჯამებას ონლაინ ტრანსლირებითაც მოახდენს 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სია გამოაქვეყნა. იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც 2 ოქტომბერს თვითიზოლაციაში იქნებიან, ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს უნდა მიმართონ. ამისთვის ვადა 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

ამასთან, ცესკოს ტექნოლოგიური სიახლეები აქვს - ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით დააკვირდეს.

"მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 497 ათას 345 ამომრჩეველს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა მილიონ 2 ათას 900, აქედან 41 ათას 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

რა ტიპის ამომრჩევლები შეჰყავთ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში - ესენი არიან ამომრჩევლები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ საარჩევნო უბანზე გამოცხადება.

რაც შეეხება თვითონ ფორმას რა ფორმით ამომრჩეველმა მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას, ეს გახლავთ განცხადება, ან ზეპირი სატელეფონო განცხადება," - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა.

დღის ამბები