17 ოქტომბერი 2021,   02:16
ვრცლად
მსოფლიოში ყველაზე გრძელი​ ყურები - კუნჰაუნდის ჯიშის ძაღლმა ლუმ გინესის რეკორდი დაამყარა

კუნჰაუნდის ჯიშის ძაღლმა ლუმ, გინესის რეკორდი დაამყარა

ცხოველს მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 31 სანტიმეტრის სიგრძის ყურები აქვს. ლუ 3 წლის არის და ორეგონის შტატში ცხოვრობს. როგორც მეპატრონე აცხადებს, მან ყოველთვის იცოდა, რომ მის ოთხფეხა მეგობარს ექსტრავაგანტული ყურები ჰქონდა, თუმცა მათი გაზომვა სულ ახლახანს, პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა.

მეპატრონის თქმით, ლუს გრძელი ყურები, რაიმე სახის სამედიცინო პრობლემასთან დაკავშირებული არ არის.

დღის ამბები