25 ოქტომბერი 2021,   03:02
ვრცლად
განსხვავებული ბიულეტინები უნიკალური შტრიხკოდით და რემოდელირებული საარჩევნო კაბინები - ცესკო ახალი ტექნოლოგიების გამოცდისთვის ემზადება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ცესკო ახალი ტექნოლოგიების გამოცდისთვის ემზადება.

კრწანისის ოლქში უკვე მოწყობილია იმიტირებული კენჭისყრის საარჩევნო უბანი, რაც საპილოტე პროექტია.

სიახლეები მრავალფეროვანია და ორი ძირითადი მიზანი აქვს - გაყალბების მაქსიმალურად გამორიცხვა და დროის მნიშვნელოვნად შემცირება ხმების დათვლის დროს. თუ უბანზე ოქმის შეჯამებას რამდენიმე საათი სჭირდებოდა, ამას ხმის მთვლელი აპარატი წუთებში გააკეთებს.

შექმნილია განსხვავებული ბიულეტინები უნიკალური შტრიხკოდით და რემოდელირებული საარჩევნო კაბინები. 

დღის ამბები