08 დეკემბერი 2021,   11:26
ვრცლად
თურქეთმა შესაძლოა რუსეთისგან სარაკეტო სისტემები კიდევ ერთხელ შეიძინოს

თურქეთმა რუსეთისგან, შესაძლოა, სარაკეტო სისტემები კიდევ ერთხელ შეიძინოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის CBS-თან ინტერვიუდან გახდა ცნობილი. ერდოღანი აცხადებს, რომ თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით თურქეთი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს ნატოსთვის. რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს 29 სექტემბერს შეხვდება.

დღის ამბები