08 დეკემბერი 2021,   10:35
ვრცლად
მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას ერთ წელიწადში დაუბრუნდება - რას ამბობს Pfizer-ის ხელმძღვანელი "ბუსტერ" დოზაზე 

მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას ერთ წელიწადში დაუბრუნდება - ეს განცხადება Pfizer-ის ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ გააკეთა. მისი თქმით, პროგრესი დამოკიდებულია ვაქცინების ათვისებაზე და ჯოგური იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე.

"საკითხის ასე დაყენება, "ბუსტერ" დოზები უფრო პრიორიტეტულია, თუ ზოგიერთისთვის პირველადი დოზების მიწოდება - არასწორია. ორივე მნიშვნელოვანია - "ბუსტერ" დოზაც და პირველადი დოზაც. ამიტომაც ვდებთ ამდენ რესურსს სამეცნიერო საქმიანობაში, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინა შეიქმნას.

ჩემი აზრით, 1 წელიწადში ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი ვარიანტები არ გაჩნდება ან ვაქცინაციის გარეშე შეგვეძლება ცხოვრება. ჩემი სავარაუდო სცენარი ასეთია - იქიდან გამომდინარე, როგორ ვრცელდება ვირუსი მთელს მსოფლიოში, წელიწადში ერთხელ საჭირო გახდება ვაქცინაცია. თუმცა, ზუსტად არაფრის თქმა შეგვიძლია. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,"-განაცხადა ალბერტ ბურლამ

დღის ამბები