02 დეკემბერი 2021,   13:01
ვრცლად
ტრაგიკული სურათია, ოკუპირებულ გალში დექართველიზაციის პროცესი მიმდინარეობს - მამუკა არეშიძე

სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა - სამხედრო დაპირისპირებით მიღებული ზიანი და გამოწვევები, რომლებიც რუსულმა ანექსიამ მოუტანა საქართველოს - "დღის კურიერში" ​კონფლიქტოლოგმა და ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ოკუპაციის თანმხლებ შეუქცევად დამანგრეველ პროცესად იქცა საქართველოსთვის.

მამუკა არეშიძის თქმით, ოკუპირებულ გალში დღეს სიტუაცია ტრაგიკულია, რადგან საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულ დექართველიზაციის პროცესს ახორციელებს.

"უაღრესად ტრაგიკული სურათია, გალის რაიონში დექართველიზაციის პროცესი მიმდინარეობს ძალიან აქტიურად და გააზრებულად.

თან გავითვალისწინოთ, რომ გალის რაიონი დაპატარავებულია, რაც იყო თავის დროზე საბჭოთა პერიოდში, იმ სივრცეს ჩამოეჭრა არაერთი სოფელი და გადაეცა ზოგი ტყვარჩელის რაიონს, ზოგი ოჩამჩირეს. ზუსტად ეს გააზრებულად ხდებოდა იმისათვის, რომ იქ მაცხოვრებელი ქართველისთვის სავარაუდო საერთაშორისო მხარდაჭერა გამოეცალათ იმიტომ, რომ გალი ითვლებოდა ქართულ რაიონად.

განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა ახალგაზრდა თაობაშია," - აცხადებს მამუკა არეშიძე.

შეგახსენებთ, სოხუმის დაცემიდან დღეს 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

სამხედრო დაპირისპირებას 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 000 დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

დღის ამბები