25 ოქტომბერი 2021,   01:21
ვრცლად
საქართველო მსოფლიო ბანკის კვლევის საუკეთესო ქვეყნებში - რა პარამეტრებით უსწრებს საქართველო ევროკავშირის 8 სახელმწიფოს

"ხელისუფლების ეფექტიანობის" მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38-ე ადგილზე გავიდა.

ევროპაში მსოფლიო ბანკის წევრი კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულში კი, ჩვენი ქვეყანა მე-19 ადგილზე დასახელდა, 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველო "მთავრობის ეფექტიანობის" მიხედვით მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო.

საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს.

მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ბიუროკრატია შეფასდა ორი მიმართულებით. პირველი - ბიუროკრატიის ხარისხი, ინსტიტუციონალური ეფექტურობა და მეორე, ეს არის ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება.

საქართველომ წელს ზედიზედ მეოთხედ შეფასების 100%-იანი შკალიდან 75% აიღო, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მსოფლიოში მე-17, ხოლო ევროპაში მე-12 პოზიციაზე გავიდა. საქართველო კანონის უზენაესობით უსწრებს დიდი შვიდეულის - ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 5 სახელმწიფოს.

დღის ამბები