25 ოქტომბერი 2021,   01:56
ვრცლად
მოგონებები 28 წლის შემდეგ - ადამიანები, ვისაც აფხაზეთის იძულებით დატოვება მოუწიათ, ტკივილით იხსენებენ იმ პატარა დეტალებსაც კი, რაც მათ სოხუმთან აკავშირებთ

28 წელი სოხუმის დაცემიდან. სწორედ 27 სექტემბერს, 1993 წელს დასრულდა ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. საკუთარი სახლ-კარის დატოვება 300 000-მდე ადამიანს მოუწია. სამხედრო დაპირისპირებას ათასობით ადამიანი შეეწირა, ხოლო ვინც გადარჩა და გაქცევა მოასწრო, დიდ ნაწილს ჭუბერის უღელტეხილის ფეხით გადმოვლა მოუწია.

პირადი ნივთების, ტანსაცმლისა და საკვების გარეშე აფხაზეთიდან წამოსვლისას უღელტეხილის გადმოვლა ზოგისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ადამიანებს ოჯახის იმ წევრების ადგილზე დატოვება უწევდათ, რომლებმაც ჭუბერის სიცივესა და შიმშილს ვერ გაუძლეს.

28 წლის შემდეგაც მათ, ვისაც აფხაზეთის იძულებით დატოვება მოუწიათ, ტკივილით იხსენებენ იმ პატარა დეტალებსაც კი, რაც მათ სოხუმთან აკავშირებთ.

დღის ამბები