25 ოქტომბერი 2021,   02:00
ვრცლად
"ჩვენ ვიმყოფებით ჭაობში, რომლიდანაც უნდა დავიწყოთ გამოსვლა 2 ოქტომბერს" - "ლელოში" კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე საუბრობენ

კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე საუბრობენ "ლელოში". პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქვეყანა ერთპარტიულმა მმართველობამ ჩიხში შეიყვანა.

"ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა იმისთვის, რომ ერთპარტიულმა, ავტოკრატიულობაში გადაზრდილმა მმართველობამ, ქვეყანა შეიყვანა ჩიხში და ახლა ჩვენ ვიმყოფებით ჭაობში, რომლიდანაც უნდა დავიწყოთ გამოსვლა 2 ოქტომბერს, არჩევნების შედეგად,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ფრანგულ ჟურნალთან ინტერვიუში საუბრობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბოლო 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია.

დღის ამბები