25 ოქტომბერი 2021,   02:15
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნები - ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებს ხვდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებს ხვდება. გიორგი კალანდარიშვილი მათ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება წინასაარჩევნო გარემოს და საკითხს თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია.

ინკლუზიურობის და გამჭვირვალობის ზრდა - სწორედ ამ ორ ძირითად სიახლეს ასახელებს ცესკოს თავჯდომარე. გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ინტერესდება ყველა იმ შემთხვევით, რომელიც მის კომპეტენციას და უფლებამოსილების სფეროს მიეკუთვნება.

"საკმაოდ მაღალი კონსესუსით იქნა ცესკოს არა ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც ამ საარჩევნო პროცესს მნიშვნელოვნად წინ წევს და აჯანსაღებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ინტერესდება ყველა იმ შემთხვევით, რომელიც მის კომპეტენციას და უფლებამოსილების სფეროს მიეკუთვნება და რა თქმა უნდა, გვაქვს ყველა ასეთ შემთხვევაზე სათანადო რეაგირება. თუ თქვენ საუბრობთ ზეწოლის შემთხვევაზე, მოსყიდვის შემთხვევებზე, მოქმედი საარჩევნო არ ითვალისწინებს ცესკოს იმ უფლებამოსილ პირად, რომელსაც შესაძლოა ასეთ შემთხვევებში რეაგირება ჰქონდეს,“ - აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტიიდან ”ლელო საქართველოსთვის”, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე ხმის მიცემის კაბინის ვიზუალურ მხარეზე საუბრობს.

"რისკები ცხადია არის, არის ოღონდ ძალიან ბევრი ნოვაციაც, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ ამ არჩევნებზე ბევრი საფრთხე იქნას გათვალისწინებული. ჩვენ მოვახდინეთ ამ კაბინების იმიტირებულ არჩევნებზე გამოცდა და ვერც ერთი შემთხვევა ვერ იქნა დაფიქსირებული, მათ შორის ყველაზე კრიტიკული დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ, რომ სულ რომ კაბინის წინ დადგეს ადამიანი, დაინახოს, თუ ვის ამა თუ იმ ამომრჩეველმა ხმა,“ - აცხადებს გიორგი სიორიძე.

დღის ამბები