25 ოქტომბერი 2021,   02:57
ვრცლად
ლილოს დასახლებაში ახალი ქარხნის გახსნას პრემიერი, თბილისის მერი და ეკონომიკის მინისტრი დაესწრნენ

ლილოს დასახლებაში "იტონგის" ქარხანა გაიხსნა. გერმანული ბრენდის ქარხანაში, 200-მდე ადამიანი დასაქმდება, პროექტის ინვესტიცია კი 55 მილიონი ლარია. "იტონგი" გერმანული ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელია მსოფლიო ლიდერია მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის წარმოებაში. ქარხნის გახსნის ღონისძიებას პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი და თბილისის მერი ესწრებოდნენ.

"ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო, არის და იქნება ადგილობრივი ბიზნესის, წარმოების ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში. ბატონმა ილიამ ახსენა სწორედ პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომელიც 2014 წელს დავიწყეთ და აღმოჩნდა, რომ ეს არის წარმატებული პროგრამა, ვინდაიდან, სულ მცირე მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 100 მილიონი ლარი არის ჩვენი მთავრობის თანადაფინანსება და შეიქმნა 20 000 ახალი სამუშაო ადგილი. ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ამ დღევანდელი დღის და საწარმოსი არის ის, რომ ეს არის გამორჩეული საწარმო "იტონგი", გერმანული კომპანია, რომელიც 100 საწარმოს ფლობს მთელს მსოფლიოში, იგი დაჯდა 55 მილიონი ლარი. აქ დასაქმდება 200 ადამიანი და დაახლოებით 30 მილიონი ლარის ღირებულების მაღალ ტექნოლოგიურ პროდუქციას გამოუშვებს წელიწადში" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები