27 ოქტომბერი 2021,   05:34
ვრცლად
რეგისტრაცია ​სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შესაძლებელია

სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად პირველადი რეგისტრაცია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც არის შესაძლებელი. 

სრულწლოვან პირს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული პროცედურით, მხოლოდ პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ტელეფონის ნომრის მითითებით, პირველადი რეგისტრაცია გაიაროს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტის მიზანია, თავდაცვის ძალებში მოხვედრის მსურველებს სერვისის მაღალი ხარისხი შესთავაზოს და რეკრუტირების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივოს. 

ამასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებასა და იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დღის ამბები