27 ოქტომბერი 2021,   04:34
ვრცლად
"დადგა მომენტი, რომ მეტად აქტიურად უნდა გავიდეთ გარეთ" - ორშაბათიდან მოძრავი ამცრელი ბრიგადები გააქტიურდებიან

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის ტემპი ბოლო კვირების განმავლობაში შემცირებულია. მისი თქმით, პროცესში მოძრავი ამცრელი ბრიგადები სულ უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ. 

"სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, ბოლო კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია. უკვე დადგა ის მომენტი, რომ მეტად აქტიურად უნდა გავიდეთ გარეთ და მობილური ბრიგადებით, იქნება ეს სოფლად, თუ საუნივერსიტეტო გარემოში, სადაც ბევრი სტუდენტი იყრის თავს ერთდროულად, ან ბიზნესგარემოში, სადაც ბევრი თანამშრომელია, დავეხმაროთ ამ ადამიანებს იმაში რომ შეიძლება უდროობის გამო ან გეოგრაფიული ბარიერის გამო, მათ აღარ ჰქონდეთ უკვე საფუძველი აცრაზე უარის თქმის. ჩვენ ამაზე აქტიურად მუშაობა დაწყებული გვაქვს და ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირიდან მეტი გამსვლელი ბრიგადა იმუშავებს," - აცხადებს თამარ გაბუნია. 

დღის ამბები